Transfermarkt-მა სერია A-ში ფასები განაახლა | გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა

საფეხბურთო ანალიტიკურმა პორტალმა, Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მონაცემები განაახლა.
ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" მცველს საბა გოგლიჩიძესაც შეეხო.
20 წლის მოთამაშის სატრანსფერო ფასი 300 000-დან 5.0 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება კვლავ 80 მილიონ ევროს შეადგენს.