"ისინი მზად არ არიან" - ვინისიუსი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში როდრისთან მარცხს გამოეხმაურა
მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუს ჟუნიორი დიდი ხნის განმავლობაში ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, დღეს ამ ჯილდოს როდრი ერნანდესი დაეუფლა.
მე-2 ადგილზე გასვლას ბრაზილიელი ფეხბურთელი ასე გამოეხმაურა:
"თუ საჭირო გახდება, 10-ჯერ ვცდი. ისინი მზად არ არიან."
პარიზში გამართულ ცერემონიას მადრიდის რეალიდან არავინ დაესწრო.