ავტორიზაცია

პსჟ მცველთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პსჟ მცველთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
თარიღი 13 Nov 2024, 14:08
"პარი სენ-ჟერმენის" მარცხენა მცველი ნუნუ მენდეში კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. 

22 წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მხარეები უკვე ახლოს არიან ახალი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებასთან, ამის შესახებ RMC Sport იტყობინება. 

ნუნუ მენდეში "პსჟ"-ში 2022 წლის ზაფხულში ლისაბონის "სპორტინგიდან" 38 მილიონ ევროდ გადავიდა. 

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ლუის ენრიკეს გუნდის შემადგენლობაში ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.