მანჩესტერ იუნაიტედი ხორვატი ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

ზაგრების "დინამოს" ნახევარმცველი მარტინ ბატურინას ტრანსფეტით არაერთი ტოპ კლუბი ინტერესდება.
მანჩესტერ "იუნაიტედი" 21 წლის ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს - ტრანსფერი შესაძლოა იანვარში განხორციელდეს, ამის შესახებ TEAMtalk-ი იტყობინება.
ხორვატი ტალანტის მიმართ ინტერესს "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკოც" იჩენენ.
მიმდინარე სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.