ლიონელ მესიმ ზედიზედ სამი მატჩი კარიერაში მესამედ წააგო
ლიონელ მესიმ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
37 წლის თავდამსხმელმა არგენტინის ეროვნულ გუნდთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში პარაგვაის ნაკრების დამარცხება ვერ შეძლო (1:2).
მანამდრ, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა MLS-ის პლეი ოფის ორ მატჩში საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედთან" (1:2 და 2:3) დამარცხდა.
ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როცა მესის გუნდები ზედიზედ სამ მატჩში მარცხდბიან.
აქამდე ეს მოხდა 2014 და 2016 წლებში, როდესაც ფეხბურთელი "ბარსელონაში" თამაშობდა. 20 ნოემბერს არგენტინის ნაკრები პერუს უმასპინძლებს.