მიუნხენის ბაიერნი კიმიხთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთ ნაბიჯშია

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხი კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი შრომითი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იუწყება.
წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
გარიგება შესაძლოა ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოცხადდეს.
მხარეებს შორის ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება ძალაში.
კიმიხმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.