ავტორიზაცია

მილანმა რეინდერსის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია

მილანმა რეინდერსის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია
თარიღი 26 Feb 2025, 12:38
"მილანის" ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ტიჯანი რეინდერსთან ახალი სამუშაო კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმება მიაღწია, ამის შესახებ Calciomercato იტყობინება. 

იტალიური მედიის ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი "როსონერებთან" კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს. 

წყაროს ცნობით, ტიჯანის ხელფასი 3,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ახალი კონტრაქტი ასევე მოიცავს სხვადასხვა ბონუსებს ინდივიდუალური და გუნდური მიღწევებისთვის. 

მიმდინარე სერია A-ში 26 წლის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.