იოზუა კიმიხის ტრანსფერით ორი ევროპული გრანდი ინტერესდება

გერმანელმა ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა 30 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აღარ გაუკეთებს.
Bild-ის ცნობით, ნახევარმცველით ორი ტოპ კლუბია დაინტერესებული: მილანის "ინტერი" და "ლივერპული".
კიმიხი "ბაიერნში" 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულის ბოლომდეა ძალაში.