ავტორიზაცია

ალვარესი: "მესისთან ერთად ბრაზილიას 2-3 გოლით მეტს გავუტანდით"

ალვარესი: "მესისთან ერთად ბრაზილიას 2-3 გოლით მეტს გავუტანდით"
თარიღი 26 Mar 2025, 12:30
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, არგენტინამ საკუთარ მოედანზე ბრაზილია მიიღო და მეტოქე 4-1 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ, გოლის ავტორმა, ხულიან ალვარესმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მესისთან ერთად უფრო მეტ გოლს გაიტანდნენ: "მესისთან ერთად ბრაზილიას 2-3 გოლით მეტს გავუტანდით."

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ლიონელ სკალონის გუნდს 31 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ეკვადორს 8 ქულით უსწრებს.