ავტორიზაცია

ელ შაარავიმ "მილანთან" გაახანგრძლივა

ელ შაარავიმ "მილანთან" გაახანგრძლივა
თარიღი 01 მარ 2013, 00:46
"როსონერიმ" დაადასტურა, რომ თავდამსხმელთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. სტეფან ელ შაარავიმ "მილანთან" მიმდინარე კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ახლა ხელშეკრულება 2018-წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. ამ ახალი შეთანხმების მთავარი მიზეზი ფორვარდის კონტრაქტის დეტალები იყო. აქამდე ელ შაარავი წელიწადში ხელფასის სახით 800.. ათას ევროს იღებდა, ახლა კი მას ხელფასი სერიოზულად მოემატა, თუმცა რამდენად, ეს ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ელ შაარავიმ 25 შეხვედრა ჩაატარა და თავი 16 გატანილი გოლით გამოიჩინა. წყარო: Football Italia