44 სპორტსმენიდან მე-7 ადგილი! ლეგენდარული ნინო სალუქვაძე ფინალში გასვლისთვის იბრძოლებს
სპორტული პისტოლეტის 25 მეტრიდან სროლა ქართველმა ნინო სალუქვაძემ 44 სპორტსმენს შორის მეშვიდე ადგილზე, 291 ქულით დაასრულა და ფინალში გასვლისთვის იბრძოლებს.
30 ივლისს სპორტსმენები ერთმანეთს უკვე სწრაფ სროლაში შეეჯიბრებიან და ფინალისტებს ამით გამოავლენენ.
44 სპორტსმენიდან ფინალის საგზურის მოპოვება მხოლოდ 8-ს შეუძლია. საინტერესოა, რომ ფინალიც ასევე ხვალ, 30 ივლისს გაიმართება.
ამჟამად, ცხრილს სერბი ზორანა არუნოვიჩი ლიდერობს, რომელიც სალუქვაძეს 5 ქულით უსწრებს და მის ანგარიშზე 296 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ 52 წლის ნინო სალუქვაძისთვის ეს მე-9 ოლიმპიადაა კარიერაში, რაც ქალთა სპორტში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
ქართველს 1988-ში სეულის ოლიმპიადაზე 25-მეტრიდან სროლაში ოქრო აქვს მოგებული, 10-მეტრიდან სროლაში კი - ვერცხლი.
10 წლის შემდეგ, უკვე პეკინის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ბრინჯაოს მოგება 10-მეტრიდან სროლაში შეძლო.