44 წლის ჯანლუიჯი ბუფონი პარმასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გამოეხმაურა
"პარმას" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე განცხადება გააკეთა.
"დღეს ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისთვის კარგი დღეა. "პარმასთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე გავახანგრძლივე. რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი აქ ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, რომელიც ყოველთვის მქონდა ამ ქალაქთან და ხალხთან. ახლა ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა".
"ვიმედოვნებ, გულშემატკივრები და მთელი ქალაქი ბედნიერია, ისევე როგორც ჩემი შვილები. დღეს ოთხივე ჩემთან იყო: მათი და განსაკუთრებით ილარიას წყალობით, არასოდეს მიგვრძნია ასაკის ტვირთი! მხოლოდ ახალი ენერგია, პოზიტიური ენერგია და მშვენიერი ოცნებები ერთად განსახორციელებლად!", - წერს ბუფონი სოციალურ ქსელში.
ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე იქნება გათვლილი. 44 წლის ბუფონმა "პარმაში" გასულ ზაფხულს დაბრუნდა და მაშინ 2023 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.