ბორუსია ობამეიანგის იანვარში გაშვებას არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბორუსია ობამეიანგის იანვარში გაშვებას არ აპირებს


ბორუსია ობამეიანგის იანვარში გაშვებას არ აპირებს

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, გერმანულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვერ დატოვებს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "ყვითლების" ხელმძღვანელობა 29 წლის გაბონელს იანვარში არ გაყიდის, ვინაიდან მის სრულფასოვან შემცვლელს მოკლე დროში ვერ ნახავს.

ადრე დაიწერა, რომ აფრიკელი ფორვარდი "ბორუსიაში" ძალიან ცუდად გრძნობს თავს და კლუბის დატოვება უკვე იანვარში სურს, მაგრამ დორტმუნდელები სხვა აზრზე არიან.

ობამეიანგის მოქმედი კონტრაქტი დორტმუნდის "ბორუსიასთან" 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები