ჯეკო: "რომამ 1/4 ფინალში გასვლა დაიმსახურა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯეკო: "რომამ 1/4 ფინალში გასვლა დაიმსახურა"


ჯეკო:

"რომას" ფორვარდი, ედინ ჯეკო მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა დაიმსახურა.

საპასუხო 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში "რომამ" დონეცკის "შახტარი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა (2:2 ორი მატჩის ჯამში).

"პირადად ჩემთვის, "რომასთვის" და მთლიანად ჩვენი დიდი გუნდისთვის შესანიშნავი საღამო იყო", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი ჯეკოს სიტყვებს.

"მეოთხედფინალში გასვლა დავიმსახურეთ", - დაამატა ბოსნიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები