Goal.Ge

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?


2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: პირველი - შრომობს, უმართლებს, აღწევს წარმატებას, ხალხი აღმერთებს, თუმცა ეს ყველაფერი წყალში ეყრება, როდესაც არასწორ გადაწყვეტილებას იღებს.

მეორე - დიდი ხნის მანძილზე იმყოფება კოლეგების ჩრდილში, იფარგლება მინიმალური წარმატებებით, მაგრამ ამის მიუხედავად, არ ყრის ფარ-ხმალს და პატარა ნაბიჯებით მიიწევს ტრიუმფისკენ.

თემურ ქეცბაიასა და ერნესტო ვალვერდეს სამწვრთნელო კარიერა ფილმის სცენარს ჰგავს. ორი აბსოლიტურად განსხვავებული პიროვნება სხვადასხვა კარიერული კიბეთი, თუმცა ერთ მომენტში გზების გადაკვეთა მაინც მოხდა.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

თემური დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია, ერნესტო კი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებდა ტიპიური ესპანელი მწვრთნელის სტატუსს, რომელიც ერთი ლა ლიგის გუნდიდან მეორეში გადადიოდა.

დაახლოებით 10 წლის წინ, ქეცბაიას შესახებ ევროპაშიც კი საუბრობდნენ და ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. ვალვერდე თავისი მწვრთნელობის საუკეთესო პერიოდს მხოლოდ ახლა განიცდის. ბევრმა არ იცის, რომ 2009 წელს, "ოლიმპიაკოსის" დამრიგებლის პოსტზე, "ბარსას" ამჟამინდელი თავკაცი სწორედ ქართველმა ჩაანაცვლა.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

დიახ, საბერძნეთამდე ვალვერდე ლა ლიგის გუნდებს წვრთნიდა, რაც უკვე აყენებს მას ქეცბაიაზე მაღლა, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართველისთვის ბევრად უფრო რთულია კვიპროსული გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა და იქ წარმატებულად თამაში, ვიდრე ესპანელი თავკაცისთვის პირობით "ბილბაოსა" და "ესპანიოლთან" ერთად ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის შუაში ყოფნა.

გავიხსენოთ და შევადაროთ ერთმანეთს ორი სპეციალისტის კარიერა, რომლებიც ერთ დროს თანაბარ საფეხურზე იდგნენ. დღეს, მათი გზების გადაკვეთა უკვე არარეალური ჩანს, რადგან მოღვაწეობის მასშტაბი არნახულად შეცვლილია.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

ლა ლიგის ტიპიური მწვრთნელი/კვიპროსის გმირი

ვალვერდემ პირველი ნაბიჯები ბილბაოს "ატლეტიკში" გადადგა, რომელშიც მან 6 წელი გაატარა ფეხბურთელის რანგში. თავდაპირველად, ის ახალგაზრდებს ჩაუდგა სათავეში, მოგვიანებით კი ერნესტო მთავარი გუნდის სამწვრთნელო შტაბში გადაიყვანეს. ლა ლიგის მე-5 ადგილი გამოდგა ვალვერდეს საუკეთესო მიღწევა ბასკეთში.

"ატლეტიკის" შემდეგ, ერნესტომ "ესპანიოლში" მოსინჯა ძალები, სადაც თავის დროზე, ის აგრეთვე ირიცხებოდა ფეხბურთელის სტატუსით. ბარსელონურ კლუბთან ერთად ვალვერდე უეფას თასის ფინალამდე მივიდა, სადაც "სევილიასთან" დამარცხდა. ამით ერნესტოს მოღვაწეობა პირენეებზე დროებით შეწყდა.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაია თავის დროზე პრემიერ ლიგაში თამაშობდა, ყველაზე დიდი კვალი ქართველმა "ანორთოსისში" დატოვა. კვიპროსში დღემდე თვლიან, რომ თემური, საუკეთესოა მათ შორის, ვისაც ამ ქვეყანაში უთამაშია.

4 დიდებული სეზონი ფეხბურთელის რანგში და 5 - მთავარი მწვრთნელის როლში (მათ შორის 2 სეზონი მოთამაშე მწვრთნელის სტატუსით). კარიერის დასრულების შემდეგ, კვიპროსულმა კლუბმა სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან ქეცბაიას 14-ნომრიანი მაისური, როგორც "აიაქსმა" კრუიფის.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

ქართველმა 6 ტიტული მოაგებინა "ანორთოსისს", რის შემდეგაც სენსაცია მოახდინა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. ამით ზღაპარი არ დასრულებულა. ჯგუფურ ეტაპზე ქეცბაიამ ყველა გააოგნა, როდესაც ჟოზე მოურინიოს "ინტერს" არაფერი დაუთმო და 3:3 გაუგორა მრისხანე მეტოქეს.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

კვიპროსელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, მაგრამ ტურნირი თავაწეულებმა დატოვეს. ქეცბაიამ პერსპექტიული მწვრთნელის სტატუსი მიიღო, "ნიუკასლის" მხრიდან დაინტერესებამ კი კიდევ უფრო განამტკიცა ქართველის პოზიციები. ცნობისთვის, "ანორთოსისი" ისტორიაში პირველი კვიპროსული გუნდი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

ოლიმპიაკოსში გადაკვეთილი გზა

"ბილბაოსა" და "ესპანიოლის" შემდეგ, ვალვერდეს მოუვიდა სარფიანი შემოთავაზება საბერძნეთიდან, რომელსაც ესპანელი სიამოვნებით დათანხმდა. "ოლიმპიაკოსში" ყოფნის პერიოდში, ერნესტო ითვლებოდა ყველაზე მაღალანაზღაურებად პიროვნებად ბერძნულ ფეხბურთში.

ვალვერდემ სადებიუტო სეზონშივე მოაგებინა "თეთრ-წითლებს" ქვეყნის ჩემპიონობა, თუმცა ევროპაში წარმატების მიღწევა ესპანელმა ვერ მოახერხა. პირეოსელებს ზედმეტ ტვირთად დააწვა ვალვერდეს მოთხოვნა - ხელფასის კიდევ უფრო მომატება, რის გამოც "ოლიმპიაკოსის" ხელმღვანელობამ გადაწყვიტა კონტრაქტის გაუქმება პრეტენზიულ ესპანელთან.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

პირეოსელებმა პერსპექტიულობაზე შეაჩერეს არჩევანი და დაუძახეს მწვრთნელს, რომელიც თითქმის სამჯერ ნაკლები ხელფასით უშრობდა სისხლს "ინტერსა" და "ვერდერს" ჩემპიონთა ლიგაზე.

ქეცბაიას პოტენციალს ყველა აღიარებდა საბერძნეთში, მაგრამ არსებობდა ხელის შემშლელი ფაქტორი გულშემატკივართა წინააღმდეგობის სახით. ფეხბურთელობის პერიოდში, "ანორთოსისის" გარდა, თემურმა ათენის "აეკშიც" გაატარა წარმატებული წლები, "ოლიმპიაკოსის" ფანებს კი ყველა სძულთ, ვისაც ამ კლუბთან აქვს კავშირი, შესაბამისად ქართველს საკმაოდ უარყოფიდად შეეგებნენ.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

სამწუხაროდ, თემურის პირეოსში ყოფნამ დიდხანს არ გასტანა, ქართველი უკვე 2,5 თვეში გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიას მოღვაწეობა საკმაოდ შედეგიანი იყო, (6 მატჩი, 5 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება) მან მაინც ვერ მოახერხა "თეთრ-წითლების" გულების მოლბობა.

"ოლიმპიაკოსის" ხელმძღვანელობამ ფანების მხარე დაიჭირა და არა მწვრთნელის, რის შედეგადაც, ქეცბაია ვალვერდეს გზას მიყვა. ქომაგებს აგრეთვე არ მოსწონდათ ქართველის მიერ შემუშავებული დაცვითი ფეხბურთი. ცნობისთვის, თემურის ყოფნის პერიოდში, ბერძნულ კლუბს ერთი გოლიც კი არ გაუშვია.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

ლა ლიგაში დაბრუნება/ჭაობი სახელად საქართველოს ნაკრები

ვალვერდე სამშობლოში დაბრუნდა, სადაც "ვილიარეალი" ჩაიბარა მანუელ პელეგრინის შემდეგ, რომელიც მადრიდის "რეალში" წავიდა "ახალი გალაქტიკოსების" მოსარჯულებლად.

"ყვითელ წყალქვეშა ნავში" გატარებული პერიოდი კრახით დასრულდა, ცუდი შედეგების გამო, ერნესტოს 6 თვეში დაატოვებინეს პოსტი. ვალვერდე კვლავ "ოლიმპიაკოსში" დაბრუნდა და კლუბს კიდევ ორი ქვეყნის ჩემიონობა მოაგებინა.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

შემდეგ იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული ერთი სეზონი "ვალენსიაში" (მე-5 ადგილი ლა ლიგაში) და კიდევ ერთი დაბრუნება, ამჯერად იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო - ბილბაოს "ატლეტიკში".

ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა ბასკები, პირველად 1999 წლის შემდეგ. "ბილბაოში" ყოფნის პერიოდში, ერნესტო როგორც იქნა გამოვიდა კოლეგების ჩრდილიდან და მასზე სერიოზულად ალაპარაკდნენ. წინ ერნესტოს ელოდა თავისი კარიერის ყველაზე სახელოვანი მომენტი.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

"ოლიმპიაკოსში" ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, ქეცბაიაზე ჯერ კიდევ საუბრობდნენ ინგლისსა და შოტლანდიაში, თუმცა თემური ავანტიურას დათანხმდა, საქართველოს ნაკრების ჩაბარების სახით.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

როგორი იყო "ჯვაროსნებში" გატარებული პერიოდი ყველას გვახსოვს. მუდმივი კონფლიქტები ფეხბურთელებთან, დაძაბულობა, კრიტიკა ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მხრიდან, ხშირად უსაფუძვლოც კი.

ხორვატიასთან მოგება და საფრანგეთთან ფრე - ქეცბაიას ნაკრებში ყოფნის ყველაზე კარგი მოგონებაა. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ თემურმა ფუჭად დაკარგა კარიერის 5 წელი. საქართველოს შემდეგ, თემურის მიმართ ინტერესი აღარ შეინიშნებოდა ევროპაში.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

ბარსელონა/რუსეთის ქვედა დივიზიონი

2017 წლისთვის, ვალვერდე როგორც იქნა მომწიფდა ტოპ-კლუბისთვის. ერნესტომ ჩაიბარა "ბარსელონა" და სამწვრთნელო კარიერაში უდიდესი ნახტომი გააკეთა წინ. თავიდან გულშემატკივრები სარკასტულად იყვნენ განწყობილი ვალვერდეს პერსონის მიმართ, თუმცა ერნესტომ ყველა კრიტიკოსი დაადუმა.

"ბლაუგრანა" მთელი სეზონის მანძილზე დომინირებს ლა ლიგაში და უდიდესი ალბათობით, კატალონიელები ჩემპიონობასაც გაიფორმებენ. ამის გარდა, ვალვერდეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტიც არის, "ჩელსის" განადგურებით, ერნესტომ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

საქართველოს ნაკრების შემდეგ, ქეცბაია მისთვის კარგად ნაცნობ კვიპროსსა და საბერძნეთში დაბრუნდა და ჩაიბარა ჯერ "აპოელი", შემდეგ კი "აეკი". 2017 წელს კი რუსეთის ქვედა ლიგაში ამოყო თავი, სადაც "ორენბურგის" მწვრთნელი გახდა. ორი თვის შემდეგ, ამჯერად უკვე ოჯახური მიზეზების გამო, თემურმა დააღწია თავი მორიგ ჭაობს თავის კარიერაში.

2009 წელს ოლიმპიაკოსმა ვალვერდე გაუშვა და ქეცბაია დანიშნა - როგორ შეიცვალა მწვრთნელების კარიერა საბერძნეთის შემდეგ?

სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რატომ დაესწრო მოურინიო ბელგიის ნაკრების მატჩს?

ერთა ლიგაზე, ბელგიის ნაკრები ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

დღეს, 00:27

მანჩესტერს ევერტონ სოარესის დამატება სურს - ESPN

ცნობილი ამერიკული გამოცემა ESPN წერს, რომ "მანჩესტერს" ევერტონ სოარესის დამატება სურს.

დღეს, 00:24

მილანმა რეალს სუსოზე პასუხი გასცა - Calcio Mercato

იტალიური გამოცემა Calcio Mercato წერს, რომ "მილანი" სუსოს გაყიდვის გეგმას არ განიხილავს.

დღეს, 00:21

ლივერპულისგან შეთავაზება არ არის, თუმცა ბარსელონა ვარიანტებს ელოდება - მენეჯერის კომენტარი

ბრიტანული გამოცემა GOAL.COM წერს, რომ ამ ეტაპზე "ლივერპულს" უსმან დემბელესთვის შეთავაზება არ გაუკეთებია.

დღეს, 00:18

ჩელსი 70 მილიონ ფუნტს ამზადებს - Daily Mail

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, რომ ლონდონის "ჩელსი" კრისტიან პულიშიჩის შესაძენად 70 მილიონ ფუნტს ამზადებს.

დღეს, 00:14

საქართველო - სამოა: ყველაფერი, რაც შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ

საქართველო და სამოა ერთმანეთს მეხუთედ შეერკინებიან

დღეს, 00:12

ხორვატიის ნაკრებს გადამწყვეტი მატჩის წინ ლიდერი გამოაკლდა

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურის თამაშის წინ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა დაკარგა.

გუშინ, 21:47

ATP ლონდონი: 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია

დღეს ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი სრულდება და მიუხედავად იმისა, რომ 1 მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელია, ნახევარფინალური წყვილები უკვე გამოვლენილია.

გუშინ, 21:35

"ეს დამცირება იყო" - რატომ დატოვა რუნიმ მანჩესტერი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა უეინ რუნიმ, ინგლისური გრანდიდან წასვლის მიზეზი დაასახელა.

გუშინ, 21:19

"შენ ნამდვილი მამაცი გული ხარ" - კლოპმა თავის მოთამაშეს კაპიტნობა მიულოცა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავის მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში კაპიტნობა ორიგინალურად მიულოცა.

გუშინ, 21:11

ბუნდესლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს

გერმანიის ბუნდესლიგის ქომაგებმა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

გუშინ, 21:02

ყველაფერი ნათელია - ბარსელონამ დემბელეს თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, უსმან დემბელე, ბოლო დღეებში საფეხბურთო პრესაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პერსონა იყო.

გუშინ, 20:58

მილანის პრეზიდენტი: "იბრაჰიმოვიჩი? ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ისედაც ამ გუნდში თამაშობს"

"მილანის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ, გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად "ლოს ანჯელეს გალაქსის" რიგებს იცავს.

გუშინ, 19:49

ჟირუ: "როდესაც აზარი პირველ ვარჯიშზე ვიხილე, ვიფიქრე: ჯანდაბა!"

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, ედენ აზარზე ისაუბრა.

გუშინ, 19:01

ვილაშ-ბოაში: "როგორ შეიძლებოდა რონალდუს გაშვება 100 მილიონ ევროდ?"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" "იუვენტუსში" გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:35

გვარდიოლამ კატალონიელი პოლიტპატიმრები მოინახულა

ესპანელმა სპეციალისტმა კატალონიის პოლიტპატიმრები მოინახულა.

გუშინ, 18:11

"ჰა-ჰა! 3:2! შენ პრესკონფერენციებზე საუბრის ოსტატი ხარ, საქმეში კი..." - ლოვრენმა რამოსთან ომი განაგრძო

ხორვატიის ნაკრების მცველი, ესპანეთის კაპიტანს თავს ვერ ანებებს.

გუშინ, 17:59

რეალის პრობლემები გრძელდება? მოდრიჩის და სებალოსის ღია კონფლიქტი [VIDEO]

მადრიდის "რეალში" მორიგი პრობლემებია - ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრების შეხვედრაში გუნდის ორმა ფეხბურთელმა იკამათა.

გუშინ, 17:51

ჩაკვეტაძის მოლოდინში - 10 ახალგაზრდა ტალანტი, რომელმაც ბარსელონაში გაამართლა

"ბარსელონა" არის გუნდი, რომლის ფუნდამენტს შეადგენენ აკადემიის აღზრდილები და ტოპ-კლასის ვარსკვლავები.

გუშინ, 17:38

ასენსიომ რეალის დატოვება გადაწყვიტა - Tuttosport

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს, მარკო ასენსიოს, გუნდის დატოვება სურს.

გუშინ, 14:10

ხამესი რეალს უბრუნდება?! ბაიერნმა კოლუმბიელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - Kicker

დიდი ალბათობით, კოლუმბიელი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.

გუშინ, 13:52

"ჩვენ მათ მაშინაც კი მივულოცეთ, როდესაც 0:6 წავაგეთ, მათ კი..." - ლოვრენმა ესპანელები გააკრიტიკა

"ლივერპულის" და ხორვატიის ნაკრების მცველმა, დეიან ლოვრენმა, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, ფურია როხას ფეხბურთელები გააკრიტიკა.

გუშინ, 13:44

მორატა: "ეს მწვრთნელი რეალში დიდ წარმატებას მიაღწევდა"

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, მადრიდის "რეალში" ანტონიო კონტეს არშემდგარ დანიშვნაზე ისაუბრა.

გუშინ, 13:33

რამდენი მატჩი არ წაუგია ანდორას საკუთარ მოედანზე?

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ანდორისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

გუშინ, 12:35

როგორი შეფასება მიიღ​ო ჩაკვეტაძემ ბარსელონას სკაუტებისგან?

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ანდორას დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

გუშინ, 12:25

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

რამდენიმე დღის წინ, ევროპულ პრესაში გავრცელდა ჩვენთვის საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია - გიორგი ჩაკვეტაძით "ბარსელონა" დაინტერესდა.

გუშინ, 11:34

ოთარ კაკაბაძე: „ვიმუშავებთ და 3 დღეში, თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ“

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ანდორასთან მატჩის შემდეგ გვესაუბრა.

გუშინ, 04:18

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები