ინიესტა მიდის: "ალბათ ეს ბოლო ტურნირი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინიესტა მიდის: "ალბათ ეს ბოლო ტურნირი იქნება"


ინიესტა მიდის:

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ დაანონსა, რომ ის ესპანეთის ნაკრებს ტოვებს.

33 წლის ფეხბურთელი ნაკრებში 2006 წლიდან გამოდის და ამ პერიოდში 123 მატჩი ჩაატარა, სადაც 13 გოლი გაიტანა. 1 გოლი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დამატებით დროში.

"ალბათ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის უკანასკნელი სანაკრებო ტურნირი იქნება.

არ მსურს, რომ ნაკრებში მხოლოდ იმიტომ ვიყო გამოძახებული, თუ ვინ ვიყავი ადრე.

ვისურვებ, რომ ჩემი ბოლო შეხვედრა მუნდიალის ფინალი იყოს", - განაცხადა ინიესტამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები