დიეგო კოშტა არსენალთან გასამართ პირველ 1/2 ფინალურ მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიეგო კოშტა არსენალთან გასამართ პირველ 1/2 ფინალურ მატჩს გამოტოვებს


დიეგო კოშტა არსენალთან გასამართ პირველ 1/2 ფინალურ მატჩს გამოტოვებს

"ატლეტიკოს" ესპანელი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო, ევროპა ლიგის პირველ 1/2 ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

"ექიმებს ვესაუბრე და დიეგოს მდგომარეობაზე ინფორმაცია მოგვაწოდეს. ვფიქრობ, საეჭვოა "არსენალთან" შეხვედრისთვის მზად იყოს".

"საპასუხო მატჩში უნდა ითამაშოს, მაგრამ უახლოეს ხუთშაბათს მისი მოედანზე გასვლის შანსები პრაქტიკულად არ არსებობს", - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, "არსენალი" და "ატლეტიკო" 26 აპრილს, ლონდონში, "ემირეიტს სტედიუმზე" დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები