მილანმა სუსოს შემცვლელი იპოვნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანმა სუსოს შემცვლელი იპოვნა


მილანმა სუსოს შემცვლელი იპოვნა

"ვილიარეალის" შემტევი ნახევარმცველი, სამუ კასტილეხო, შესაძლოა "მილანში" გადაბარგდეს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო, იტყობინება, რომ "როსონერი" ზაფხულში კასტილეხოს შეძენას აპირებს.

მილანურ გრანდში 23 წლის ესპანელს სუსოს შემცვლელად განიხილავენ. სუსო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ შესაძლოა კლუბიდან წავიდეს.

სამუ კასტილეხომ გასულ სეზონში 38 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები