ფაბრეგასი: "რამენაირად, აზარს აზრი უნდა შევაცვლევინო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფაბრეგასი: "რამენაირად, აზარს აზრი უნდა შევაცვლევინო"


ფაბრეგასი:

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ედენ აზარის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე საუბრობს.

"ახლა ისეთი დროა, რომ ჩელსის გამორჩეული ფეხბურთელები სჭირდება, აზარი კი ჩვენს გუნდში საუკეთესოა და არ უნდა წავიდეს.

აზარს ხშირად ვესაუბრები ხოლმე და შევეცდები, აზრი შევაცვლევინო და ჩელსიში დარჩენა გადავაწყვეტინო.

ედენი გულშემატკივარს ძალიან უყვარს და დიდ პატივს სცემენ როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს", - აცხადებს ფაბრეგასი.

ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ბელგიელმა "ჩელსი" დატოვოს და "რეალს" მიაშუროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები