ლივერპულს ახალი ათიანი ჰყავს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლივერპულს ახალი ათიანი ჰყავს!


ლივერპულს ახალი ათიანი ჰყავს!

"ლივერპულის" თავდამსხმელმა 2018/19 წლების სეზონის დაწყების წინ სათამაშო ნომერი შეიცვალა.

სენეგალელი ფორვარდი, რომელიც გასულ სეზონში 19-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, მომავალი სეზონიდან 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ცნობისთვის, ამ ნომრით მერსისაიდელთა რიგებში 2017/18 წლების სეზონში "ბარსელონაში" გადასვლამდე ფილიპე კოუტინიო ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მომავალი გათამაშების პირველ ტურში "ლივერპული" შინ "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. შეხვედრა სტარტს 18 აგვისტოს აიღებს.

ასევე იხილეთ:

როგორ დატროლა იუვენტუსმა რონალდუს ტრანსფერით ინტერი და ნაინგოლანი?

10 კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

როგორი იქნება რეალის შემადგენლობა შემდეგ სეზონში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები