აგორებული სკანდალის გამო, ესპანეთის ნაკრებიდან ბეტისის თავდამსხმელი წავიდა

როგორც იცით, ესპანეთში დიდი სკანდალია აგორებული იმის გამო, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, ქალ ფეხბურთელს ტუჩებში აკოცა.
საზოგადოება რუბიალესის გადადგომას ითხოვდა, თუმცა დღეს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, რომ წასვლას არ აპირებს.
ამის გამო, ნაკრებიდან დროებით მაინც წასვლის გადაწყვეტილება „ბეტისის" ფორვარდმა, ბორხა იგლესიასმა გადაწყვიტა.
„მე მწუხარებას და იმედგაცრუებას ვგრძნობ, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი ვერ ვგრძნობ, რომ ვეთანხმები იმას, რაც დღეს მოხდა. ვწუხვარ, რომ ზეწოლა და ყურადღების ცენტრი ისევ ჩემს კოლეგაზეა გამახვილებული.
ესპანეთის ნაკრების მაისურით თამაში - ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა, რომელიც კარიერაში გადამხდელია, არ ვიცი, მექნება თუ არა ოდესმე კიდევ ამის შანსი, მაგრამ არ დავბრუნდები ნაკრებში მინიმუმ იქამდე, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება და სანამ ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩება.
მე უფრო სამართლიანი, ჰუმანური და ღირსეული ფეხბურთისკენ ვარ.", - აღნიშნა იგლესიასმა.