ავტორიზაცია

აიაქსის მთავარი მწვრთნელი: "იმედია, არ გამათავისუფლებენ"

აიაქსის მთავარი მწვრთნელი: "იმედია, არ გამათავისუფლებენ"
თარიღი 22 ოქტ 2023, 20:44
ამსტერდამის "აიაქსში" კვლავ კრიზისია და ეს ყველაფერი თანდათან უფრო თვალსაჩინო ხდება. 

მორის სტეინის გუნდი ამჯერად აუტსაიდერ "უტრეხტთან" დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. 

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე თამაშში 91-ე წუთზე ჩაერთო.

შეხვედრის შემდეგ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამ თემაზე ESPN-თან ისაუბრა.

"გოლები სამწუხარო მომენტებში გავუშვით: პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში. 

ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ამ გუნდთან ერთად მუშაობის გაგრძელებაა. ამ სიტუაციაში ადრეც ვყოფილვარ, იმედია, არ გამათავისუფლებენ. 

თუ კლუბი ფიქრობს, რომ ჩემი გაშვება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ვინ ვარ, რომ არ დავეთანხმო? შედეგებიდან გამომდინარე, ეს მესმის და ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება", - განაცხადა სტეინმა.