ავტორიზაცია

აიაქსმა ისტორიული ანტირეკორდი დააფიქსირა

აიაქსმა ისტორიული ანტირეკორდი დააფიქსირა
თარიღი 27 ოქტ 2023, 10:42
ამსტერდამის "აიაქსს" მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კატასტროფული
შედეგები აქვს. 

ბოლო მატჩში, რომელიც გუშინ გაიმართა, ნიდერლანდულმა გუნდმა ევროპა ლიგაზე ინგლისურ "ბრაიტონთან" ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

ამსტერდამელი გუნდისთვის ეს ზედიზედ მეცხრე მატჩია მოგების გარეშე, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სერიაა.

ევროპა ლიგის ჯგუფში "აიაქსმა" სამი ტურის შემდეგ ორი ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზეა.

მომდევნო მატჩში ამსტერდამლი გუნდი სტუმრად "პსვ"-ს დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება.