ახალი დეტალები — ბენფიკამ ლივერპულის პირველი შეთავაზება უმალვე იუარა, მეორეს კი განიხილავს
"ლივერპული" "ბენფიკასთან" თავდამსხმელ დარვინ ნუნიესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.
როგორც პორტუგალიური გამოცემები A Bola და O Jogo იტყობინებიან, ლისაბონელებმა მერსისაიდელების პირველი, 70+30 მილიონ ევროიანი შეთავაზება მაშინვე იუარეს. ინგლისურმა გრანდმა წინადადება უმალვე გადააფორმა და ახლა 80+20 მილიონს ჩამოდის. "ბენფიკა" ამ ვარიანტს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიური კლუბი "ლივერპულისგან" კიდევ უფრო დიდი თანხის მიღებას ეცდება. ნუნიესის ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვა არ იგეგმება - "ბენფიკას" ასეთი ვარიანტი არ აინტერესებს.
კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან. გარიგება შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიხუროს. თავად დარვინმა მერსისაიდელებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომელიც 2027 წლამდე იქნება გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ურუგვაელის ხელში ჩაგდებით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ნიუკასლი", "ატლეტიკო" და სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.
გასულ სეზონში ნუნიესმა ყველა ტურნირზე ერთად "ბენფიკას" ღირსება 41 მატჩში დაიცვა, 34 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.