ავტორიზაცია

"ახლა ფეხბურთზე საუბარიც კი არ მსურს", - ჯერარდმა ევროპა ლიგის მატჩში მომხდარი კონფლიქტის მიზეზი განმარტა

"ახლა ფეხბურთზე საუბარიც კი არ მსურს", - ჯერარდმა ევროპა ლიგის მატჩში მომხდარი კონფლიქტის მიზეზი განმარტა
თარიღი 19 Mar 2021, 13:16

"რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მცველს, გლენ კამარას ევროპა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის მიმდინარეობისას (0:2, პირველი მატჩი - 1:1) "სლავიას" მცველმა, ონდრჟეი კუდელამ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

მატჩის მიწურულს, კუდელამ პირზე ხელი აიფარა და კამარას რაღაც უთხრა. ამან მოედანზე კონფლიქტი გამოიწვია.

"როგორც ჩემმა ფეხბურთელმა მითხრა, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. გულდასაწყვეტია, რომ მათ თავიანთი ფეხბურთელის დაცვა დაიწყეს და მატყუარებს გვეძახდნენ".

"გაბრაზებული ვარ. გლენს ვიცნობ და მას 100 პროცენტით ვენდობი. ეს "სლავიას" ფეხბურთელის გამო დაიწყო, სწრაფადვეა რაღაც გასაკეთებელი, მაგრამ ეს ჩემს კომპეტენციაში არ არის. რაც არ უნდა მომხდარიყო, გლენს მხარს ვუჭერ".

"ახლა ფეხბურთზე საუბარიც კი არ მსურს. ეს საქმე უეფაზე დამოკიდებული და უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ამას არ მიჩქმალავენ".

"გლენს თამაშის გაგრძელება უნდოდა, აშკარად ძალიან განაწყენებული იყო", - განაცხადა ჯერარდმა BBC Sport-თან ინტერვიუში.

ასევე იხილეთ:

რა მდგომარეობაშია სლავიას მეკარე, რომელსაც რეინჯერსის ფორვარდმა მძიმე ტრავმა მიაყენა? (+18 ფოტო)