ალ სადი დათმობაზე არ მიდის და ბარსელონას ახალი მოთხოვნები წაუყენა
„ალ სადი“ „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებში დათმობაზე წასვლაზე უარი თქვა.
AS-ის ინფორმაციით, ყატარული გუნდი არ აპირებს ხავი ერნანდესი კატალონიურ გრანდში უფასოდ გაუშვას და ამიტომ, „ბარსელონას“ თავისი ექს-ფეხბურთელის დანიშვნისთვის მინიმუმ 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
გარდა ამისა, ყატარელები ითხოვენ, რომ ოფიციალური შემოთავაზება მათ ოფიციალურად „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გაუკეთოს.
„ალ სადის“ უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ლაპორტამ დოჰაში პირადად გაფრენაზე უარი თქვა და მის ნაცვლად, ყატარის დედაქალაქში ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი გაემგზავრებიან.
ხავის „ალ სადთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.