ავტორიზაცია

"ალბათ, მენტალიტეტის ბრალია," - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ

"ალბათ, მენტალიტეტის ბრალია," - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ
თარიღი 20 Nov 2024, 03:22
ერთა ლიგის ბოლო ტურში ჩეხეთთან მარცხისა (1-2) და A დივიზიონის საგზურის დაკარგვის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა. 

"პირველი წუთები საშინელი იყო, რის შემდეგაც ზურიკოს გამოყვანა გადავწყვიტე. ის თამაშში აშკარად კარგად ჩაერთო.

ალბათ, მენტალიტეტის ბრალია... რამდენიმე თვის წინ მიღწეული წარმატებების შემდეგ, ყველას მაღალი მოლდინები გვქონდა. 

ფაქტია, სამუშაო ბევრი გვაქვს. დღესაც ასე იყო - მომენტები შევქმენით, მაგრამ გოლები ვერ გავიტანეთ. სამუშაო დაცვაშიც გვაქვს," - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.