ალეგრი იმაზე, თუ რატომ ვერ გაუტანა ვლაჰოვიჩმა ფიორენტინას: "ყოველ 3 დღეში თამაშს მიჩვეული არ არის"
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გამოეხმაურა იმ ფაქტს, თუ რატომ ვერ გაუტანა დუშან ვლაჰოვიჩმა "ფიორენტინას" ვერც საპასუხო მატჩში.
"ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი იტალიის თასის 1/2 ფინალური დაპირისპირების (2:0, პირველი შეხვედრა - 1:0) შემდეგ გააკეთა.
მოგეხსენებათ, 22 წლის სერბი თავდამსხმელი "იუვეში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ "ფიორენტინადან" გადავიდა.
"ფიზიკური ფორმის თვალსაზრისით, ჩავარდნა აქვს და ეს სავსებით ბუნებრივია - ყოველ სამ დღეში თამაშს მიჩვეული არ არის".
"არ ვიღლები ამის გამეორებით: ბიჭი 22 წლის არის, გამოცდილება აკლია. წარუმატებლობასთან გამკლავება უნდა ისწავლოს და იმედი არ გაუცრუვდეს, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.