ავტორიზაცია

ალეგრი სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

ალეგრი სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
თარიღი 05 Dec 2023, 17:52
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ამის შესახებ ლიგის პრესსამსახური იტყობინება.

ნოემბერში "იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა. "ბებერმა ქალბატონმა" "ფიორენტინა" (1:0), "კალიარი" (2:1) და "მონცა" (2:1) დაამარცხა და "ინტერთან" (1:1) ფრედ ითამაშა.

ამჟამად ტურინელები სერია A-ში სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან და "ინტერს" ორი ქულით ჩამორჩებიან.