ავტორიზაცია

ალეგრიმ შესაძლოა იტალიის ნაკრებს უხელმძღვანელოს

ალეგრიმ შესაძლოა იტალიის ნაკრებს უხელმძღვანელოს
თარიღი 15 თებ 2023, 18:05
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი რობერტო მანჩინის წასვლის შემთხვევაში იტალიის ნაკრების მეჭის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამის შესახებ Calciomercatoweb წერს.

ამ დროისთვის იტალიის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მანჩინის წასვლა არაა მოსალოდნელი. 

რაც შეეხება თავად მასიმილიანო ალეგრის, მან შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ „ბებერ ქალბატონს“ ფინანსური თაღლითობისთვის 15 ქულა ჩამოაკლეს.

"იუვენტუსი" ამჟამად სერია A-ს სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-9 ადგილზეა.