ავტორიზაცია

ალვეში: "როდესაც ბართომეუში დავეჭვდი, გიჟი მიწოდეს და გამიშვეს"

ალვეში: "როდესაც ბართომეუში დავეჭვდი, გიჟი მიწოდეს და გამიშვეს"
თარიღი 29 Mar 2021, 12:53

"სან-პაულუს" მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა "ბარსელონადან" ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა:

"ბარსელონას იმდროინდელი ხელმძღვანელობის წარმატებული მოღვაწეობის არ მჯეროდა. როგორც ვხედავთ, მართალი ვიყავი.

აღმოვჩნდი კლუბის პირველი წევრი, რომელმაც ბართომეუში შეიტანა ეჭვი, თუმცა დანარჩენებმა ამის გამო გიჟი მიწოდეს.

დიახ, გიჟი ვარ, თუმცა კარგი გაგებით და ბლაუგრანაში ყოფნის პერიოდში ყოველთვის კლუბის ინტერესებს ვიცავდი", - განაცხადა ბრაზილიელმა.

კატალონიური გუნდის ყოფილი ვინგბექი "ბებერ ქალბატონში" სწორედ იმდროინდელი პრეზიდენტის მოღვაწეობის შედეგად გადავიდა.

ესპანელი ფუნქციონერი არ იყო სამხრეთ ამერიკელი განაპირა მცველის გაშვების წინააღმდეგი, რადგან ის მისთვის ხიფათს წარმოადგენდა.

ასევე იხილეთ:

"ნეიმარის დაბრუნებას ბართომეუმ სხვა ფეხბურთელის ტრანსფერი არჩია", - აბიდალმა დუმილი დაარღვია