ავტორიზაცია

"ამ ტრანსფერზე ცოტათი ვღელავდი, ცუდი მაგალითები გვქონდა", - გარი ნევილმა იუნაიტედის ფეხბურთელი შეაქო

"ამ ტრანსფერზე ცოტათი ვღელავდი, ცუდი მაგალითები გვქონდა", - გარი ნევილმა იუნაიტედის ფეხბურთელი შეაქო
თარიღი 12 Apr 2021, 15:47

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, გუნდში ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის ასპარეზობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, გრინვუდმა და რაშფორდმა კავანის გვერდით კიდევ ერთი წელი მაინც უნდა გაატარონ, ის მათთვის საუცხოო მაგალითია. მის ტრანსფერზე ცოტათი ვღელავდი, რადგან ფალკაოს და ალექსის სანჩესის წარუმატებელი მაგალითები მქონდა.

თუმცა, ის მათგან განსხვავდება. ედინსონი „იუნაიტედის“ თამაშს საუცხოოდ მოერგო და გუნდს ძალიან დაეხმარა. ის მოედანზე სწორად იქცევა, კარგად გადაადგილდება. ახალგაზრდებმა მისგან მაგალითი უნდა აიღონ.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კავანიმ 20 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის გუნდს ამ სეზონის დასაწყისში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ, რაც კონტრაქტის ამოწურვის შედეგად „პსჟ“ დატოვა.

მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ტოტენჰემი ორბურთიანი ჰანდიკაპით დაამარცხა