"ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა", - ლევანდოვსკიმ გაიხსენა, თუ როგორ ჩაშალა ვულკანმა მისი ტრანსფერი ინგლისურ კლუბში
"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ 2010 წელს, "ბლექბერნში" გადასვლასთან იყო ახლოს.
როგორც 32 წლის პოლონელი იხსენებს, ტრანსფერი ვულკანის ამოფრქვევის გამო ჩაიშალა.
"ბლექბერნში" გადასვლის შესაძლებლობა მქონდა. მინდოდა მენახა, როგორ გამოიყურებოდა ქალაქი, სავარჯიშო მოედანი. ადგილი, სადაც სემ ელერდაისს შევხვდი - ეს პოლონეთში მოხდა, თამაშის შემდეგ. ვიფიქრე, კარგი ადამიანი და ჩინებული მწვრთნელია-თქო. მზად იყო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაემატებინა, რომელსაც შეეძლო განსაკუთრებული გამხდარიყო. პოლონეთში ჩამოსვლა მოინდომა ჩემს სანახავად. შესანიშნავი იყო".
"როცა პოზნანიდან მივდიოდი, ბევრ რაღაცაზე უნდა მეფიქრა. მსურდა გამეგო, იქ თუ გადავიდოდი, რას მივიღებდი და რას ვისწავლიდი. ვფიქრობ, ბლექბერნში წასვლა კარგი იქნებოდა, სავარჯიშო ცენტრის, სტადიონის ხილვა მინდოდა. ღრუბლების გამო ვერ ჩავფრინდი. ვულკანი იყო. ვულკანი, რომელმაც ნაცრის ღრუბელი შექმნა".
"ერთი კვირის განმავლობაში ევროპაში ფრენა აკრძალული გახლდათ. ბილეთი აღებული მქონდა, მაგრამ ვერ გავფრინდი. ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბლექბერნში რომ წავსულიყავი, ალბათ, იქ დავრჩებოდი კიდეც", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს The Sun.
საუბარია ვულკან ეიაფიადლაეკიუდლზე - ისლანდიური ვულკანი 2010 წლის მაისში გაცოცხლდა, რის გამოც ირლანდიასა და ბრიტანეთის ნაწილში ფრენები შეწყდა.
საბოლოო ჯამში, ლევანდოვსკი "ლეხიდან" "დორტმუნდში" გადავიდა 4,75 მილიონ ევროდ - ტრანსფერი 2010 წლის ზაფხულში განხორციელდა.
ლევანდოვსკის ახალი მთავარი კონკურენტი გამოუჩნდა - როგორი მდგომარეობაა ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში?