ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ჩემთვის რთული გასაგებია, როგორ ახერხებს რეალი პირველ ტაიმში ასეთი ცუდი იყოს, მეორეში კი - ასეთი კარგი"

ანჩელოტი: "ჩემთვის რთული გასაგებია, როგორ ახერხებს რეალი პირველ ტაიმში ასეთი ცუდი იყოს, მეორეში კი - ასეთი კარგი"
თარიღი 27 Jan 2023, 23:11
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, „ატლეტიკოსთან“ კოპა დელ რეის მეოთხედფინალური მატჩი შეაფასა.

„თითოეული ფეხბურთელის თავგანწირვა, მათ შორის სათადარიგოების, ბევრს იძლევა. კარგია, როცა გყავს ფეხბურთელები, რომლებბსაც გადამწყვეტი უპირატესობის შეტანა შეუძლიათ. დღეს ძალიან რთული მატჩი იყო. „ატლეტიკო“ პირველ ტაიმში უკეთესი იყო, „რეალი“ კი მეორეში იყო ძალიან კარგი. ექსტრატაიმში სწორ გზას ვედექით.

„ვილიარეალთან“ მატჩის შესვენებაზე ძალიან ვბრაზობდი, ახლა კი არა. სულ მჯერა, რომ „რეალს“ თამაშის გაუმჯობესებისთვის რესურსი გააჩნია. მეორე ნახევარი - ეს უფრო მენტალობას ეხება და არა ტაქტიკურ ცვლილებებს. გამოჩნდა მეტი ენერგია, ცვლილებებმა კი ოსტატობა შეგვმატა.

თუმცა, ჩემთვის ძალიან რთული გასაგებია, როგორ ახერხებს „რეალი“ პირველ ტაიმში ასე ცუდად ითამაშოს, მეორეში კი - ასე კარგად.“ - აღნიშნა იტალიელმა.