ანჩელოტი მოახლოებულ კლასიკოზე: "რეალი შეიძლება თეორიულად ფავორიტია, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება"
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "ბარსელონასთან" მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, მადრიდული გრანდი კატალონიელებს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის ეგიდით დაუპირისპირდება, შეხვედრა 12 იანვარს გაიმართება.
"ბარსელონა" ყოველთვის იქნება "რეალის" მეტოქე, ამიტომაც ჰქვია ამ გუნდების მატჩს "კლასიკო", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.
"შეიძლება თეორიულად ფავორიტები ვიყოთ, მაგრამ საკითხს აქვს სხვა პრაქტიკული მხარეც - ყველაფერი მოედანზე წყდება. მატჩი 0:0-დან იწყება და შანსები ორივე გუნდს აქვს".
"სუპერთასი მნიშვნელოვანი ტურნირია, ეს ტიტულის მოგების პირველი შესაზლებლობაა და თითოეული გუნდი ისწრაფვის ამისკენ. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. აქ აქვს მნიშვნელობა, ფავორიტები ვართ თუ არა", - დასძინა იტალიელმა.