ანჩელოტიმ ევროპის სუპერთასი მე-4-ედ მოიგო, გვარდიოლა ჩამოიტოვა და რეკორდსმენი გახდა!
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ უეფას სუპერთასზე მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.
იტალიელმა სპეციალისტმა დღეს მწვრთნელის რანგში თავისი მე-4 სუპერთასი მოიგო - მადრიდულმა გრანდმა ფრანკფურტის "აინტრახტი" (2:0) დაამარცხა.
ასე და ამგვარად, "პაპა კარლომ" "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელს, პეპ გვარდიოლას გადაასწრო, რომლის აქტივშიც სამი ტიტულია.
აღსანიშნავია, რომ ანჩელოტი ევროპის სუპერთასს "მილანთან" (2003, 2007) და "რეალთან" (2014, 2022) ერთად 2-2-ჯერ დაეუფლა.
ცნობისთვის, სახელგანთქმული სპეციალისტი "სამეფო კლუბს" სათავეში გასული წლის ზაფხულიდან უდგას და მადრიდელებს 2013 წლიდან 2015 წლამდეც წვრთნიდა.