ავტორიზაცია

ანდრეა პირლომ ახალი გუნდი ჩაიბარა — იტალიელი ჟურნალისტი

ანდრეა პირლომ ახალი გუნდი ჩაიბარა — იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 11 Jun 2022, 11:33

"იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო "ფათიჰ კარაგიუმრუკს" ჩაუდგა სათავეში.

43 წლის იტალიელმა თურქულ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, იტყობინება ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

გასულ სეზონში ამ გუნდმა თურქეთის სუპერლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა.

"ფათიჰ კარაგიუმრუკში" სერია ა-ში თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ასპარეზობენ: მეკარე ემილიანო ვივიანო, მცველები დავიდე ბირასკი და ჯანერ ერკინი, ნახევარმცველი აბდულაიე ტურე, ფორვარდები ფაბიო ბორინი და იან კარამო.

მოგეხსენებათ, პირლოს ბოლო სამუშაო ადგილი "იუვენტუსი" გახლდათ, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და გასულ ზაფხულს დაითხოვეს.

ანდრეას ხელმძღვანელობით "ბიანკონერიმ" სერია ა-ში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.