ავტორიზაცია

ანტონი: "სიტყვიერი შეურაცხყოფა ორმხრივი იყო, ფიზიკურად კი არასდროს არავისზე მიძალადია და არც ვაპირებ"

ანტონი: "სიტყვიერი შეურაცხყოფა ორმხრივი იყო, ფიზიკურად კი არასდროს არავისზე მიძალადია და არც ვაპირებ"
თარიღი 10 სექ 2023, 22:44
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრაზილიელი შემტევი, ანტონი, მეგობარი გოგონას ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელა კავალინმა ფეხბურთელის წინააღმდეგ საჩივარი როგორც ბრაზილიის, ისე ინგლისის პოლიციაში შეიტანა და ანტონის ბრალს ფიზიკურ ძალადობაში სდებს.

„არასდროს არავისზე მიძალადია და არც მომავალში ვიძალადებ. დარწმუნებული ვარ, რომ ფიზიკური ძალადობისთვის არასდროს მიმიმართავს.

სიტყვიერი შეურაცხყოფა... მეც მიმიყენებია მისთვის და ისიც მაყენებდა, ეს ორმხრივი იყო. ფიზიკურ ძალადობას კი ადგილი არასდროს ჰქონია.“, - ამბობს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საქმის სრულად გამოძიებამდე ფეხბურთელი კლუბიდან მოკვეთა, ის ვერც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და ვერც ვარჯიშებში.