ავტორიზაცია

"აქ ცხოვრება რთულია", - ცნობილი გახდა დეტალები, თუ როგორ იპოვნა და დააკავა პოლიციამ ოლიმპიადაზე ჩასული გაუჩინარებული სპორტსმენი

"აქ ცხოვრება რთულია", - ცნობილი გახდა დეტალები, თუ როგორ იპოვნა და დააკავა პოლიციამ ოლიმპიადაზე ჩასული გაუჩინარებული სპორტსმენი
თარიღი 20 Jul 2021, 19:36

ცნობილი გახდა დეტალები, თუ როგორ მოახერხა იაპონიის პოლიციამ 20 წლის უგანდელი ძალოსნის, ჯულიუს სეკიტოლეკოს პოვნა, რომელმაც ოლიმპიადაზე ჩასვლის შემდეგ, გაქცევა გადაწყვიტა.

Nikkan Sports-ის ინფორმაციით, სეკიტოლეკომ ოლიმპიურ სასტუმროსთან მდებარე უახლოეს რკინიგზის სადგურზე ბილეთი შეიძინა და ფული ქეშად გადაიხადა. სპორტსმენი გაემგზავრა ქალაქ ნაგოიაში, სადაც ერთ-ერთ თანამემამულეს შეხვდა, რის შემდეგაც მასთან ერთად გაემგზავრა ქალაქ გიგუში (აიტის პრეფექტურა). 

სწორედ აიტის პოლიციელებმა შენიშნეს გაუჩინარებული სპორტსმენები ვიდეოკამერებზე. ამის დახმარებით, ორგანოები სეკიტოლეკოს თანამემამულის კვალზე გავიდნენ, რომელიც მას დამალვაში ეხმარებოდა.

20 ივლისის დილთ, პოლიცია ძალით შეიჭრა სეკიტოლეკოს დამხმარის სახლში, თუმცა მან განმარტა, რომ ძალოსანი სხვა ნაცნობის სახლში იმყოფება, რომელიც მიეს პრეფექტურაში ცხოვრობს. პოლიციელებმა უპრობლემოდ მიაგნეს საჭირო ადამიანის მისამართს, მივიდნენ მასთან სახლში და გაქცეული სპორტსმენიც აღმოაჩინეს. დაკავების დროს სეკიტოლეკო პოლიციას არ ეწინააღმდეგებოდა, ყველა შეკითხვას პასუხობდა და ტიროდა კიდეც.

20 წლის უგანდიელმა სპორტსმენმა, იაპონიაში ჩასვლის შემდეგ, დაწერა წერილი, რომელშიც ამბობდა, რომ უგანდაში დაბრუნება არ სურს, რადგან იქ ცხოვრება რთულია და თავისი დელეგაციის წევრებს სთხოვა, მისი ნივთები სამშობლოში, ოჯახს გადასცენ.