ავტორიზაცია

არანაირი დამატებითი, პირდაპირ პენალტები - უეფას ევროპის სუპერთასის ფორმატში ცვლილება შეაქვს

არანაირი დამატებითი, პირდაპირ პენალტები - უეფას ევროპის სუპერთასის ფორმატში ცვლილება შეაქვს
თარიღი 29 Jun 2023, 22:08
უეფა ევროპის სუპერთასის მატჩების ფორმატის შეცვლას გეგმავს.

როგორც იცით, ევროპის სუპერთასის მატჩში ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები ხვდებიან.

Mundo Deportivo-ს ცნობით, უეფამ რეგლამენტში ცვლილება შეიტანა. მე-12 სტატიის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მატჩის გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდება, დამატებითი დრო აღარ დაინიშნება და გუნდები პირდაპირ პენალტების სერიას შეასრულებენ.

შესაბამისად, ორი 15-წუთიანი ტაიმის ფორმატი სრულიად იქნება ამოღებული.

დიდი ალბათობით, აღნიშნული ცვლილება ძალაში ახალი სეზონიდანვე შევა. 2023 წლის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი" და „სევილია", საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაუპირისპირდებიან.