ავტორიზაცია

არანაირი საქართველოს ნაკრები: მარადიშვილის მამამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

არანაირი საქართველოს ნაკრები: მარადიშვილის მამამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
თარიღი 16 მარ 2023, 17:43
მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველის, კონსტანტინე მარადიშვილის მამა, კობა მარადიშვილი ამბობს, რომ ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში თამაშს არ გეგმავს. ამის შესახებ რია ნოვოსტი იუწყება.

ასევე, მარადიშვილის მამამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ საჭირო საბუთების მომზადებით არის დაკავებული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი მოქალაქეობის შეცვლას აპირებდა.

ამ სეზონში ნახევარმცველმა "ლოკომოტივში" 20 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. მარადიშვილმა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული.