ავტორიზაცია

არანაირი თვითმფრინავი - სერია ა-დან გავარდნის გამო, ბენევენტოს პრეზიდენტმა ფეხბურთელები ორიგინალურად დასაჯა

არანაირი თვითმფრინავი - სერია ა-დან გავარდნის გამო, ბენევენტოს პრეზიდენტმა ფეხბურთელები ორიგინალურად დასაჯა
თარიღი 20 May 2021, 23:21

„ბენევენტოს“ პრეზიდენტმა, ორესტე ვიგორიტომ, სერია ბ-ში გადარდნის გამო, გუნდის ფეხბურთელების დასჯა გადაწყვიტა.

ფილიპო ინძაგის გუნდი უმაღლესი დივიზიონიდან ოფიციალურად 37-ე ტურის შედეგად გავარდა.

38-ე, გუნდისთვის უკვე ფორმალურ ტურში „ბენევენტოს“ მეტოქე „ტორინო“ იქნება, რომელსაც გუნდი სტუმრად დაუპირისპირდება. 

იმის გამო, რომ გუნდი ნაადრევად გავარდა და 38-ე ტური უბრალო ფორმალობად აქცია, გუნდის პრეზიდენტმა ფეხბურთელებს ტურინამდე თვითმფრინავის ბილეთები არ დაუფინანსა და მათ გასვლით მატჩზე ავტობუსით გამგზავრება აიძულა.

იტალიის ორ ამ ქალაქს შორის მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს ავტობუსში მინიმუმ 12 საათის გატარება მოუწევთ.

"სეზონის ყველაზე მძიმე მარცხი ბენევენტოსთან განვიცადეთ", - კუადრადო