ავტორიზაცია

არასახარბიელო სტატისტიკა - რეალს თასის ფინალებში უარყოფითი სტატისტიკა აქვს

არასახარბიელო სტატისტიკა - რეალს თასის ფინალებში უარყოფითი სტატისტიკა აქვს
თარიღი 07 აპრ 2023, 00:17
„რეალი“ ესპანეთის თასის ფინალს ისტორიაში მე-40-ედ ითამაშებს.

მადრიდულმა გუნდმა გუშინ „ბარსელონას“ 4:0 მოუგო და პირველი მატჩის 0:1 წაგების შემდეგ, ფინალში გავიდა, სადაც „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

„რეალისთვის“ ეს მე-40 ფინალი იქნება. წინა 39 შემთხვევაში „რეალმა“ 19 გამარჯვება მოიპოვა და 20-ჯერ დამარცხდა.

ყველაზე მეტად ამ ტურნირის ფინალი „ბარსელონას“ აქვს ნათამაშები - 43, საიდანაც 31-ში გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

ბოლო ფინალი კოპა დელ რეიზე „რეალმა“ 2013/14 წლებში სწორედ ანჩელოტის ხელში ითამაშა, როცა „ბარსელონას“ 2:1 მოუგო.