ავტორიზაცია

არსენალი და ნიუკასლი დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველის ტრანსფერისთვის ზამთარში იბრძოლებენ

არსენალი და ნიუკასლი დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველის ტრანსფერისთვის ზამთარში იბრძოლებენ
თარიღი 12 ნოე 2023, 12:15
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი იულიან ბრანდტი ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა.

მიმდინარე წლის აპრილში 27 წლის ფეხბურთელმა "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2026 წლამდე იქნება გათვლილი. 

გერმანულ კლუბს არ სურს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშის გაშვება, მაგრამ ლონდონის "არსენალი" და "ნიუკასლი" იკვლევენ ნახევარმცველის იანვარში შეძენის შესაძლებლობას, იტყობინება Mirror. 

მიმდინარე სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა დორტმუნდის "ბორუსიაში" 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.