არტურ მელო იუვენტუსიდან ფიორენტინაში გადადის - ტრანსფერის პირობები ცნობილი გახდა

ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურ მელო "იუვენტუსიდან" "ფიორენტინაში" გადადის.
როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება,
"ფიორენტინა" ბრაზილიელს დაახლოებით 3-4 მილიონ ევროდ
იჯარის წესით დაიმატებს.
სერია A-ს კლუბებს შორის გარიგება მოიცავს 20 მილიონ ევროს გამოსყიდვის ვარიანტს.