ავტორიზაცია

AS: მესის ზაფხულისთვის პირველი მსურველი გამოუჩნდა, პსჟ-ში კი მისი შემცვლელი უკვე შეარჩიეს

AS: მესის ზაფხულისთვის პირველი მსურველი გამოუჩნდა, პსჟ-ში კი მისი შემცვლელი უკვე შეარჩიეს
თარიღი 01 აპრ 2022, 18:03

"ინტერ მაიამის", რომლის თანამფლობელიც ლეგენდარული ინგლისელი დევიდ ბექჰემია, მომავალ ზაფხულს "პსჟ"-დან თავდამსხმელ ლიონელ მესის გადაბირება უნდა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, უახლოეს თვეებში MLS-ის ბინადარი კლუბი არგენტინელს სერიოზული წინადადებით მიმართავენ. თუმცა, ამერიკულ კლუბში აცნობიერებენ, რომ 34 წლის სუპერვარსკვლავის დარწმუნება რთული იქნება.

თუ ლეო კლუბის შეცვლას დათანხმდება, მაშინ "პსჟ" "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ყიდვას ეცდება. 29 წლის ეგვიპტელს მერსისაიდელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ახალ ხელშეკრულებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს.

აქამდე გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მ დაწერა, რომ მესის პარიზიდან აბარგება გამორიცხული არ არის.

მიმდინარე სეზონში ლეომ ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა, ხოლო სალაჰმა 36 შეხვედრაში ითამაშა, მეტოქის კარი 28-ჯერ აიღო და 10 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.