ავტორიზაცია

"ასე ვიყავით ჩვენ, ასე იყო ლესტერიც", - მიხაელ ბალაკი ბუნდესლიგაში მოულოდნელ ჩემპიონობას არ გამორიცხავს

"ასე ვიყავით ჩვენ, ასე იყო ლესტერიც", - მიხაელ ბალაკი ბუნდესლიგაში მოულოდნელ ჩემპიონობას არ გამორიცხავს
თარიღი 25 Sep 2022, 22:05

„ბაიერნის“ ექს-ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი „უნიონ ბერლინის“ მიერ ბუნდელიგის მოგებას არ გამორიცხავს.

„გამარჯვებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, განსაკუთრებით, როცა მეტოქედ ისეთი ძლიერი გუნდია, როგორიც „ბაიერნია“ - ბუნდესლიგის მრავალი წლის დომინანტი.

მაგრამ, ოცნებას ვერ აკრძალავ. რატომაც არა? ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ამის მაგალითები წარსულში უკვე გვქონია. ასეთი სიტუაცია „კაიზერსლაუტერნში“ უკვე მქონდა, როცა უმაღლეს ლიგაში ამოსვლისთანავე, 1998 წელს ჩემპიონობები გავხდით.

ასევე შეიძლება „ლესტერის“ გახსენებაც, რომლის 2016 წელს მოგებული პრემიერ ლიგა სრულიად მოულოდნელი იყო.

შეიძლება რაღაც მხრივ საკუთარ თავს გადაახტე და ეს მდგომარეობა მთელი სეზონი გაგრძელდეს. ასე ვიყავით ჩვენც, ასე იყო „ლესტერიც“.“ - აღნიშნა ბალაკმა.

7 ტურის შემდეგ 5 გამარჯვებით და 2 ფრით „უნიონ ბერლინი“ ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და ლიდერ „ბაიერნს“ 5 ქულით უსწრებს, მეორეადგილოსან „დორტმუნდს“ კი - ორით.