"ასეთი რამ იტალიაშიც არ მინახავს" | საბა გოგლიჩიძე

სომხეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა გოგლიჩიძემ კომენტარი გააკეთა.
"ნაკრებთან ერთად დინამო არენაზე პირველად ვითამაშე - ძალიან მაგარი ყოფილა. ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოცდილება მივიღე. იტალიაში არის იმის ფუფუნება, რომ სავსე სტადიონზე ითამაშო, მაგრამ ისეთი რამ, რაც დღეს საქართველოში ხდებოდა, იქაც არ მინახავს - აქ ბევრად უკეთესია. ჩვენც და ქომაგებიც ასე გავაგრძელებთ. წარმატებებს აუცილებლად მივაღწევთ," — საბა გოგლიჩიძე.
დღეს 20 წლის მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა. მან Sofascore-ისგან 6.9-ქულიანი შეფასება მიიღო.