ავტორიზაცია

ასტონ ვილა დუგლას ლუისის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონს მოითხოვს

ასტონ ვილა დუგლას ლუისის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონს მოითხოვს
თარიღი 04 დეკ 2023, 19:07
"ასტონ ვილას" ნახევარმცველი დუგლას ლუისი "არსენალის" სატრანსფერო სამიზნედ რჩება. თუმცა, ლონდონურ კლუბს ამ გარიგების დასრულება იანვარში გაუჭირდება, ამის შესახებ Caughtoffside წერს. 

ფაქტია, რომ 25 წლის ბრაზილიელი ბირმინგემული გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. მინიმალური ფასი, რომლის შეთავაზების შემთხვევაში გარიგება იქნება ხელმისაწვდომი, არის 60 მილიონი ფუნტი (70 მილიონი ევრო).

2023/2024 წლების სეზონში დუგლას ლუისმა 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ბრაზილიელმა ნახევარმცველმა  ექვსი გოლი  გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.