ატალანტა ძირეულ ცვლილებებს გეგმავს და ამ ზაფხულს 10 ფეხბურთელს გაუშვებს

"ატალანტას" ხელმძღვანელობა მომავალი სეზონის დაწყების წინ შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.
როგორც იტალიურ მედიაში იწერება, ბერგამოელები კლუბიდან რამდენიმე მოთამაშის გაშვებას აპირებენ.
ასე და ამგვარად, აღნიშნულ სიაში 10 ფეხბურთელია, ესენი არიან:
მეკარეები პიერლუიჯი გოლინი, მარკო კარნეზეკი, მცველები მატეო ლოვატო, ჰანს ჰატებური, იოაკიმ მეჰლე, ნახევარმცველები მარიო პაშალიჩი, მატეო პესინა, იოსიპ ილიჩიჩი, აგრეთვე თავდამსხმელები ალექსეი მირანჩუკი და სემ ლამერსი.
მოგეხსენებათ, 2021/22 წლების სეზონში "ატალანტამ" იტალიის ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა და ევროთასების საგზურის გარეშე დარჩა.